კალათბურთის კემპი

? დღეს ქალაქ ფოთის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის სპორტდარბაზში სკაუტერმა, ლაშა ფარღალავამ ჩაატარა კალათბურთის კემპი, რომელშიც ფოთელი კალათბურთელები იღებდნენ მონაწილეობას.
? ლაშა ფარღალავა არის ლიცენზირებული მწვრთნელი და სკაუტერი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა ამერიკის სხვადასხვა გუნდში… ლაშა ქართველ ახალგაზრდა მოთამაშეებს ხელს უწყობს, რომ გააგრძელონ თამაში სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში. კემპს ასევე ესწრებოდა დამსახურებული მწვრთნელი, ვაჟა კვარაცხელია.