ფოთის საცურაო კომპლექსი 12 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს “ნანა ალექსანდრიას თასი -2023” -ს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მოჭადრაკეები მიიღებს მონაწილეობას.
“ნანა ალექსანდრიას თასი” ტრადიციული ტურნირია და ჩვენი ქალაქი 16 წელი, ფოთის საცურაო კომპლექსი კი მე-2 წელია მასპინძლობს.
ტურნირზე მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ხვალ საღამომდე გაგრძელდება. ფესტივალზე შარშან 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია!