საფეხბურთო კლუბ სპაერის შეკრება

ფოთის საცურაო კომპლექსში 30 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით თბილისის “სპაერის” 15 წლამდელთა გუნდი იმყოფებოდა. “სპაერის” გუნდმა ფოთში “ფაზისის თასი 2023”-ის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა.
ფოთის საცურაო კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები და კაფეტერია, რაც საშუალებას იძლევა ვუმასპინძლოთ სხვადასხვა სპორტულ გუნდებს. ჩვენს კომპლექსს სპორტული შეკრებებისთვის უკვე ეწვია სხვადასხვა ქალაქის ცურვის, ფეხბურთის, კალათბურთის და ხელბურთის გუნდები.