1. ვალენტინა კუზმიდის ტანვარჯიშის უმაღლესი სკოლა
საქართველოს ეროვნული ფედერაციის მიერ ლიცენზირებული და ავტორიზებული სკოლა.
მწვრთნელები ჩამოდიან თბილისიდან და ბათუმიდან.
მასტერ კლასების შემთხვევაში მოწვეული იქნება უცხოელი მწვრთნელებიც.
2. ასაკი:
5-დან 15 წლამდე გოგონები. ჯგუფები ასაკის მიხედვით კომპლექტდება.
3. დრო:
კვირაში ორჯერ, ორშაბათი და პარასკევი.
ჯგუფები განაწილებულია:
17:00- 18:00
18:00-19:00
19:00-20:00.
4. ადგილმდებარეობა:
ფოთის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის სპორტდარბაზი. მისამართი: ზერაგიას 49.
5. თვიური გადასახადი: 100 ლარი.
6. სამოსი:
შავი ელასტიკი, თეთრი მაისური, თეთრი წინდები, გადაწეული თმა.
შემდეგ უნდა შეიძინოთ საფირმო ყვითელი მაისური და ტანვარჯიშის საგნები: ლახტი, ბურთი, ლენტი, რგოლი, ნახევარჩუსტი.
ყველაფერს მოგაწვდიან ადგილზე.
7. რა შედის სწავლებაში?
მხატვრული ტანვარჯიში, პლასტიკა, გაწელვა, სამკურნალო ფიზკულტურა, ქორეოგრაფია, თანამედროვე ცეკვა.
პერიოდულად ჩამოვლენ სხვა და სხვა განხრის პედაგოგები და ჩაუტარებენ მასტერ კლასებს.
8. მიზანი: ნებისმიერი აღნაგობის და ასაკის ბავშვი ვაზიაროთ ტანვარჯიშს! გარდა ამისა, მომზადება ტურნირებისთვის და ჩემპიონატებისთვის.
გასვლა თბილისის, ბათუმის ეროვნულ ტურნირებზე. პერსპექტივაში უცხოეთშიც.
მხოლოდ სერიოზული, პროფესიონალური მიდგომა!