ფასდაკლებების აქცია ფოთის საცურაო კომპლექსში

  გაზაფხულის დღესასწაულებთან – დედის და ქალთა დღესთან დაკავშირებით, ფოთის საცურაო კომპლექსში 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა მომსახურების პაკეტებზე 40%-მდე ფასდაკლებებს გთავაზობთ.  

ფიტნეს ცეკვების წრე

ფოთის საცურაო კომპლექსში 1 ოქტომბრიდან ფიტნეს ცეკვების წრე იხსნება: • აერობიკა; • კარდიო ცეკვა; • ზუმბა ცეკვა კვირაში 2 დღე (8 ვარჯიში) – 60 ლარი; კვირაში 3 დღე (12 ვარჯიში) – 80 ლარი. ვარჯიშებს ჩაატარებს სპორტული-სამეჯლისო ცეკვების საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზირებული მწვრთნელი და მსაჯი – ლევან მაშავა.

სპორტული შეკრებები

ფოთის საცურაო კომპლექსში ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ სხვადასხვა სპორტულმა გუნდებმა სრულფასოვნად გაიარონ შეკრება. ჩვენს კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, კაფეტერია და 44 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო, რომელშიც  არის ათი ოთხ ადგილიანი და ორი ორ ადგილიანი ნომერი. ტარიფები: სასტუმრო – 25 ლარი სასტუმრო + საცურაო აუზი – […]

აქცია ფოთის საცურაო კომპლექსში

ფოთის საცურაო კომპლექსში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 აგვისტოდან 31 აგვისტომდე სხვადასხვა პაკეტებზე 50%-მდე ფასდაკლებები იქნება:  

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი

ფოთის საცურაო კომპლექსი 12 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს “ნანა ალექსანდრიას თასი -2023” -ს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მოჭადრაკეები მიიღებს მონაწილეობას. “ნანა ალექსანდრიას თასი” ტრადიციული ტურნირია და ჩვენი ქალაქი 16 წელი, ფოთის საცურაო კომპლექსი კი მე-2 წელია მასპინძლობს. ტურნირზე მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ხვალ საღამომდე გაგრძელდება. ფესტივალზე შარშან 10 ქვეყნის […]

საფეხბურთო კლუბ სპაერის შეკრება

ფოთის საცურაო კომპლექსში 30 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით თბილისის “სპაერის” 15 წლამდელთა გუნდი იმყოფებოდა. “სპაერის” გუნდმა ფოთში “ფაზისის თასი 2023”-ის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. ფოთის საცურაო კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები და კაფეტერია, რაც საშუალებას იძლევა ვუმასპინძლოთ სხვადასხვა სპორტულ გუნდებს. ჩვენს კომპლექსს სპორტული შეკრებებისთვის უკვე ეწვია […]

აქცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის საცურაო კომპლექსში პირველ ივნისს 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საცურაო აუზის მომსახურება იქნება სრულიად უფასო. ასევე, პირველი ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით ბავშვებისთვის ერთ თვიან პაკეტებზე იმოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.          

განცხადება

მომხმარებელთა საყურადღებოდ! მოგეხსენებათ შაბათს, 29 აპრილს ფოთში, ხობსა და სენაკში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ფოთის საცურაო კომპლექსში გაიხსნება, რის გამოც 28 აპრილის 15:00 საათიდან 30 აპრილის 07:00 საათამდე საცურაო კომპლექსი არ იმუშავებს. მომხმარებლებს გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

ტანვარჯიშის წრე

1. ვალენტინა კუზმიდის ტანვარჯიშის  უმაღლესი სკოლა საქართველოს ეროვნული ფედერაციის მიერ ლიცენზირებული და ავტორიზებული სკოლა. მწვრთნელები ჩამოდიან თბილისიდან და ბათუმიდან. მასტერ კლასების შემთხვევაში მოწვეული იქნება უცხოელი მწვრთნელებიც. 2. ასაკი:  5-დან 15 წლამდე  გოგონები. ჯგუფები ასაკის მიხედვით კომპლექტდება. 3. დრო: კვირაში ორჯერ, ორშაბათი და პარასკევი. ჯგუფები განაწილებულია: 17:00- 18:00 18:00-19:00 19:00-20:00. 4. ადგილმდებარეობა: ფოთის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის […]

კალათბურთის კემპი

დღეს ქალაქ ფოთის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის სპორტდარბაზში სკაუტერმა, ლაშა ფარღალავამ ჩაატარა კალათბურთის კემპი, რომელშიც ფოთელი კალათბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. ლაშა ფარღალავა არის ლიცენზირებული მწვრთნელი და სკაუტერი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა ამერიკის სხვადასხვა გუნდში… ლაშა ქართველ ახალგაზრდა მოთამაშეებს ხელს უწყობს, რომ გააგრძელონ თამაში სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში. კემპს ასევე ესწრებოდა დამსახურებული […]